Tuesday, July 12, 2016

ტრენინგის შეჯამება

ამ ტრენინგზე შევიძინე დიდი ცოდნა ტექნოლოგიების შესახებ,word-ის პროგრამა უკეთ დავხვეწე,ასევევე  EXCEL-ის პროგრამა, არ მქონდა შეხება power point-ის პროგრამასთან და კარგად ავითვისე რაც გამომადგება გაკვეთილის დაგეგმვაში,რადგან გამოვიყენებ დიაგრამებს და სქემებს,  შევისწავლე როგორ გავაკეთო გაკვეთილის პრეზენტაცია.              არ მქონდა ელექტრონული ფოსტა და ახლა უკვე აქტიური მომხმარებელი ვარ.ასევე google drive-ზე ინფორმაციის ატვირთვა და მასში მუშაობა.
  მე გავხდი ბლოგერი,მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის რადგან მეტ ინფორმაციას გავიგებ ბლოგის საშუალებით.
 დიდი მადლობა ქალბატონო ლალი  ამ ტრენინგისათვის,თქვენ ხართ ძალიან კარგი ტრენერი რადგან ეს ტრენინგი სრულყოფილი აღმოჩნდა ჩემთვის.

Monday, July 11, 2016

ტრენინგის პორტფოლიო

პორტფოლიო

მე-3 მოდულის შეჯამება

ვიმუშავეთ სასწავლო პროექტზე,თუ როგორ დავგეგმო პროექტი,გავიაზრე თოთოეული პუნქტის შინაარსი. ასევე შევისწავლე ეს ყველაფერი როგორ გავაკეთო ბლოგზე, 
  
  ბლოგზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ჩემთვის,თითქმის სრულყოფილად შევისწავლე ბლოგზე მუშაობა.

Wednesday, July 6, 2016

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება; ელექტროენერგია  ცხოვრებაში

პროექტის მთავარი იდეა; ელექტროენერგიის თემა აქტუალურია ცხოვრებაში, ბავშვებთან ვიმუშავებ  თუ როგორ მოიხმარონ ელექტროენერგია ეფექტურად, რადგან მოხმარების ეფექტურობა მათ ოჯახში გამოადგებათ, ოჯახის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯისათვის

პროექტის აქტუალობა ; მოსწავლეს ვუხსნი, რომ თუ ელექტროენერგიას მცირე რაოდენობით მოიხმარს,მაშინ მისი ხარჯიც მცირე იქნება და ოჯახისთვის სასარგებლო,იგი ისწავლის ეკონომიურ მოხმარებას.

პროექტის მიზნები; ჩემი მიზანია,მოსწავლემ შეძლოს გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების გამოთვლა,ასევე უნდა შეძლოს გაარკვიოს ეკონომიურად გახარჯვის შემთხვევაში ოჯახის ბიუჯეტს რა თანხა დაეხარჯება და უხვად მოხმარების დროს რა თანხა ჩამოეჭრება მის ბიუჯეტს. იზრუნონ ელექტროენერგიის გადანაწილება არსებულ ტექნიკაზე.
    პროექტის უკეთ დასანახად შესაძლოა წარმოადგინონ დიაგრამების და სქემების  საშუალებით ,ამა თუ იმ თვეში რა თანხის ელექტროენერგია გახარჯა და მისი პროცენტულად წარმოდგენა.
 მონაწილეთა ასაკი;  14-15წ.

ვადები ხანგრძლივობა; 5-8 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას; პროექტისთვის კარგი იქნება,ბუკლეტები,კედლის გაზეთი.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები;რესურსებად გამოვიყენებთ კომპიუტერს,პროექტორის საშუალებით ფართოდ ვაჩვენებთ დიაგრამებს და სქემებს, ასევე მოძიებულ ინფორმაციას ლინკის საშუალებით.

პროექტის მსვლელობა;მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და თოთოეულ ჯგუფს უნდა შეესრულებინათ დავალება,თავის ოჯახში გახარჯული ელექტროეენერგიის შესახებ ინფარმოციის მოძიება და მისი ღირებულების გამოთვლა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ე.ს.გ.
ეს თემა კავშირშია მათემატიკასთან ,გამოთვლების საშუალებით მოსწავლე იგებს ღირებულებას,ასევე პირდაპირ კავშირშია ფიზიკასთან.

პროექტის ხელმძღვანელი;  თეონა თავდიდიშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;  teonatavdidishvili84@gmail.com

Tuesday, July 5, 2016

ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკაში

მათემატიკისათვის აუცილებელი და სასურველია ტექნოლოგიების გამოყენება,ამით ბავშვებს გავუმძაფრებ ინტერეს გაკვეთილის მიმართ,რადგან მათი ინტერესი XXI საუკუნეში ტექნოლოგიების მიმართ გამძაფრებულია,ეს მათთან მუშაობაში ძალიან დამეხმარება, შევეცდები გაკვეთილი ტექნოლოგიების გამოყენებით იყოს სრულყოფილი.

მე დღეიდან ბლოგერი ვარ ...

გავეცანი ბლოგის შექმნას და მასში მუშაობას,რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა და შევეცდები აქტიურდ გამოვიყენო პედაგოგის საქმიანობაში,ამით ბავშვებს გავუმძაფრებ ინტერესს გაკვეთილის მიმართ, რაც ჩემთვის სასურველია.