პროექტის სახელწოდება; ელექტროენერგია ცხოვრებაში
პროექტის მთავარი იდეა; ელექტროენერგიის თემა აქტუალურია ცხოვრებაში, ბავშვებთან ვიმუშავებ თუ როგორ მოიხმარონ ელექტროენერგია ეფექტურად, რადგან მოხმარების ეფექტურობა მათ ოჯახში გამოადგებათ, ოჯახის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯისათვის
პროექტის აქტუალობა ; მოსწავლეს ვუხსნი, რომ თუ ელექტროენერგიას მცირე რაოდენობით მოიხმარს,მაშინ მისი ხარჯიც მცირე იქნება და ოჯახისთვის სასარგებლო,იგი ისწავლის ეკონომიურ მოხმარებას.
პროექტის მიზნები; ჩემი მიზანია,მოსწავლემ შეძლოს გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების გამოთვლა,ასევე უნდა შეძლოს გაარკვიოს ეკონომიურად გახარჯვის შემთხვევაში ოჯახის ბიუჯეტს რა თანხა დაეხარჯება და უხვად მოხმარების დროს რა თანხა ჩამოეჭრება მის ბიუჯეტს. იზრუნონ ელექტროენერგიის გადანაწილება არსებულ ტექნიკაზე.
პროექტის უკეთ დასანახად შესაძლოა წარმოადგინონ დიაგრამების და სქემების საშუალებით ,ამა თუ იმ თვეში რა თანხის ელექტროენერგია გახარჯა და მისი პროცენტულად წარმოდგენა.
მონაწილეთა ასაკი; 14-15წ.
ვადები ხანგრძლივობა; 5-8 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას; პროექტისთვის კარგი იქნება,ბუკლეტები,კედლის გაზეთი.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები;რესურსებად გამოვიყენებთ კომპიუტერს,პროექტორის საშუალებით ფართოდ ვაჩვენებთ დიაგრამებს და სქემებს, ასევე მოძიებულ ინფორმაციას ლინკის საშუალებით.
პროექტის მსვლელობა;მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და თოთოეულ ჯგუფს უნდა შეესრულებინათ დავალება,თავის ოჯახში გახარჯული ელექტროეენერგიის შესახებ ინფარმოციის მოძიება და მისი ღირებულების გამოთვლა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ე.ს.გ.
ეს თემა კავშირშია მათემატიკასთან ,გამოთვლების საშუალებით მოსწავლე იგებს ღირებულებას,ასევე პირდაპირ კავშირშია ფიზიკასთან.
პროექტის ხელმძღვანელი; თეონა თავდიდიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა; teonatavdidishvili84@gmail.com
No comments:
Post a Comment